რევოლტის პრემიუმის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
- ზოგადი პირობები
ეს პოლიტიკა ვრცელდება რევოლტის ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, საბანკო გადარიცხვით შეძენილ პრემიუმ პაკეტებზე.
პრემიუმ პაკეტი მოქმედებს შეძენისას არჩეული ვადით. გადახდა ერთჯერადია და პაკეტი ავტომატურად არ განახლდება.
პაკეტის ფასი, მოქმედების ვადა და გათვალისწინებული შესაძლებლობები მომხმარებელს შეუძლია შეძენამდე გაეცნოს. პრემიუმ წვდომა აქტიურდება გადახდის დადასტურების შემდეგ.
- გაუქმება გააქტიურებამდე
მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება პრემიუმ წვდომის გააქტიურებამდე.
თუ თანხა უკვე გადახდილია, მაგრამ შეძენილი პაკეტი ჯერ არ გააქტიურებულა, გადახდილი თანხა სრულად დაბრუნდება.
- გაუქმება გააქტიურების შემდეგ
პრემიუმის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს პაკეტის ვადამდე შეწყვეტა და დარჩენილი ვადის შესაბამისი თანხის დაბრუნება.
დასაბრუნებელი თანხა არ აღემატება შეძენილი პაკეტის დარჩენილი ვადის პროპორციულ ღირებულებას.
უკვე გასული პერიოდის ღირებულება ჩვეულებრივი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არ ბრუნდება.
დასაბრუნებელი თანხა გამოითვლება შემდეგნაირად:
ფაქტობრივად გადახდილი თანხა × დარჩენილი ვადა ÷ შეძენილი პაკეტის სრული ვადა.
გამოთვლისას გამოიყენება შეძენილი პაკეტის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღები და დრო. დარჩენილი ვადა განისაზღვრება შესაბამისი პრემიუმ წვდომის შეწყვეტის მომენტისთვის. თანხა გამოითვლება თეთრის სიზუსტით.
მაგალითად, თუ პაკეტის სრული ვადა იყო 90 დღე, მომხმარებელმა გადაიხადა 9 ლარი და შეწყვეტის მომენტში დარჩენილია 60 დღე, დასაბრუნებელი თანხა იქნება 6 ლარი.
უკვე გამოყენებული ნავიგაციები, მარშრუტის დაგეგმვები და სხვა შესაძლებლობები ცალკე ფულად ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მათი გამოყენების გამო დამატებითი საფასურიც არ ჩამოიჭრება — გამოთვლა ეფუძნება პაკეტის გასულ და დარჩენილ ვადას.
- ორმაგი გადახდა და მომსახურების პრობლემა
ერთი შეკვეთისთვის თანხის ორჯერ გადახდის შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა სრულად დაბრუნდება.
თუ გადახდა მიღებულია, მაგრამ რევოლტი ვერ ააქტიურებს შეძენილ პაკეტს, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება.
მომსახურების ხარვეზის შემთხვევაში რევოლტი განიხილავს მომხმარებლის შეტყობინებას და მიიღებს ზომებს პრობლემის გონივრულ ვადაში მოსაგვარებლად. თანხის შემცირების ან დაბრუნების საკითხი გადაწყდება ხარვეზის, გაწეული მომსახურებისა და მომხმარებლის კანონით მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით.
- მოთხოვნის წარდგენა
შეკვეთის გაუქმების ან თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: partner@revolt.ge
მომხმარებელმა წერილში აუცილებლად უნდა მიუთითოს:
ანგარიში საიდანაც მოხდა გადახდა; შეკვეთის ნომერი და გადახდის თარიღი; მოთხოვნის მოკლე აღწერა თუ რატომ სურს გაუქმება.
რევოლტი მომხმარებელს დაუდასტურებს მოთხოვნის მიღებას და აცნობებს განხილვის შედეგს. თანხის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას დასაბრუნებელი თანხისა და მისი გამოთვლის შესახებ.
- თანხის დაბრუნების ვადა და მეთოდი
თანხა დაბრუნდება მოთხოვნის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში.
თანხა დაბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც შესრულდა თავდაპირველი გადახდა. სხვა საშუალებით დაბრუნება შესაძლებელია მომხმარებელთან შეთანხმებით.
- პოლიტიკის ცვლილება
განახლებული პოლიტიკა გამოქვეყნდება რევოლტის ვებსაიტზე, ძალაში შესვლის თარიღის მითითებით.
ცვლილებები არ შეზღუდავს მომხმარებლის მიერ უკვე განხორციელებული შეძენიდან წარმოშობილ უფლებებს.